უბილეთო მგზავრი
გარდასულ დღეთა უაზრო ფიქრებს, ჩემთვის საამო რა უნდა ეთქვათ, ფიქრებს რომელსაც შენ შემაჩვიე და შენ მასწავლე ნუგეშად წერა. რა უნდა მეთქვა? ანდა ახლა რა უნდა გითხრა? მე უბილეთო ამ ცხოვრების მგზავრმა ეულმა, ახლაც სარკმელში მოკაშკაშე მთვარის შუქს ვხედავ, დარდებს მას ვუმხელ და წუხილით ეს მთვარეც დნება. გულიც ასეა, მხოლოდ სული შემომრჩა რწმენით, ღვთისა მოშიში, თავმდაბალი და ისიც მძიმე, მეტი რაღა მაქვს დარჩენილი მის საამებლად, მეც მივიწყებულ, ძველ სიმღერას კვლავ ავამღერებ... და დღეებიც წუთებივით გაირბენენ, თვით სიცოცხლეც სიკვდილით ხომ მეტად ფასობს, როგორც ვარდზე ჩამომწყდარი ნამის წვეთი, მსგავს ცრემლებით დამიტირე ქალბატონო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი