მთის ძახილი
ქალაქის მტვერში სულის წვალებას მე დიად მთებში ხიზნობას ვარჩევ და მეც გავთელავ ჩემს ბილიკს მთაში, ოღონდ შენ მენდე და მიერთგულე. მინდა, რომ ჩემი სიცოცხლე განდო... შენსა სახეზე ჩემი ტრფობით ღიმილი ვნახო, ულაგამო თეთრ ბედაურს თავი ვანდო, ჩემი ყველა ფიქრი-დარდი მხოლოდ შენ ერთს რომ გაგანდო. წაგიყვანო.. წაგიყვანო.. ცხრა მთას იქით გადაგკარგო. საქართველოს საამაყო ქალ-ვაჟები გავუზარდოთ, ღვთის დიდება, სიკეთე და სიყვარული შევასწავლოთ, შენს ნაწნავში წლების შემდეგ შევერცხლილი თმები ვთვალო... ფიქრებს ვბედავ, იმედი მაქვს, რომ გამიგებ, მთის მწვერვალზე მთვარე ისევ სანთლად დნება, დრო მოვა და ვაჟკაცობას დაგანახებ, ავასრულებ ჩემს სიტყვას და დაპირებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი