მოთვალთვალე დარაბები


ღამით ისევ ქუჩას დავდევ,
მცირე შვებად  ჩემი სულის.
ზურგს უკან კი მზერას ვამჩნევ 
მოთვალთვალე დარაბების.
და მათივე ჩუმი ხმები,
ამაზრზენი ჩირქის მცხები,
არავისთვის კარგის მქმნელი,
მხოლოდ თავის შესაქცევი.
საუბარი ვერას მავნებს,
თუნდ თვისივე გესლი კლავდეთ.
ასეთ ჩურჩულს კი არა და —
ყვირილსაც კი არად ვაგდებ.
მხოლოდ ღმერთის შიში დამდევს,
მხოლოდ მისი განსჯის მწამს მე.
რწმენა, რითაც მთებს დაანგრევ,
რწმენა, რითაც ზღვები გაყვეს.
სანამ მთვარე ფიქრებს არევს,
სჯობს, რომ ბილიკს ჩუმად გავყვე.
ავი სიტყვა არას გვარგებს —
,,სიყვარული აღგვამაღლებს."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი