მსაყვედურობენ
მსაყვედურობენ — აღარ წერო წერაზე მავალს, მტირალ ტირიფებს დასტყობიათ ჩემზე დარდები. წუთისოფელში წუთით მოსულს მეტი რა დამრჩა ჩემი წამება რომ გავლიო დროის წამებით. გავლიო დრო და თავად იტყვის ის თავის სათქმელს, ჩემი კალამიც თუ იქნება შექების ღირსი. მანამდე ვივლი უგზო-უკვლოდ სულის მალამოდ, სიკეთეს დავთეს, ვით მოხუცი ხორბლის ყანაში. თავმდაბლობაში გამოვიჩენ თავს თავმდაბლებთან, თორემ ყოჩებთან ყოჩობაშიც ვივარგებ მარად. ჩემი სამშობლოს სიყვარულში გავლევ სიცოცხლეს ჩემი ოჯახის, მეგობრების და რწმენის ფარად. მსაყვედურობენ — აღარ წერო წერაზე მავალს, მტირალ ტირიფებს დასტყობიათ ჩემზე დარდები. წუთისოფელში წუთით მოსულს მეტი რა დამრჩა, სიყვარულისთვის რომ გავლიო ჩემი წამები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი