პოეტ მეგობარს
ეს ქალი გარშემო სიყვარულს აფრქვევდა, ის დარდებს არასდროს არვისთან ამხელდა, ჩემსავით ნუგეშად კვლავ წერას არჩევდა და მაინც მის წუხილს ვერავინ ამჩნევდა. ცისფერი თვალებით რჩევებს რომ მაძლევდა, მის თვალებს საავდრო ღრუბლები დასჩემდა, ის ტკივილს გულში კლავს, გული კი სავსეა და მაინც ეს ქალი სიყვარულს აფრქვევდა. ის ლექსებს თავისი გრძნობებით ავსებდა, იმ გრძნობით რომელსაც მზერით არ ამხელდა ,,გასაღებს ეძებდა" მის სულს რომ აღებდა და მაინც ეს ქალი სიყვარულს აფრქვევდა. ცეცხლს მისი სიწმინდით ,,უალოდ" ანთებდა, დროებით არ წერს და წერაში გათენდა, კალამი ელის და ფურცლები დასტებად, მე ვდარდობ, ის ისევ სიყვარულს აფრქვევდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი