დეკემბრის ვარდი
ვგრძნობ, რომ სიკვდილი მე შვებას მომგვრის, მწარე ცხოვრების ცრემლებით დაღლილს. მანამდე უნდა გაუძლო გულო, მანამდე უნდა იფეთქო მაინც. სანამ დაჰბერავს სიკვდილის სიო და გააციებს წამებულ სხეულს, სანამ ანგელოზს, შავებში მოსილს, არ დავინახავ კარის ზღურბლს მოსულს. განა არ გყვარობ, ჩემო სიცოცხლევ?! განა არა მაქვს მე შენი დარდი?! შენც კი ატარებ შენს სილამაზეს, ვით გათოშილი დეკემბრის ვარდი. ვიცი, სიკვდილი რომ შვებას მომგვრის, მწარე ცხოვრების ცრემლებით დაღლილს. მანამდე უნდა იფეთქო გულო! მანამდე უნდა გამიძლო მაინც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი