ის დგას და მიმიზნებს
ის დგას და მიმიზნებს
ადვილია ჩემში ნახვრეტის გაკეთება
და ეს ისეთი მარტივია ამ ნახვრეტიდან გამოძვრეს სული.
ის მიმიზნებს-
მე მინდა ყველაფერი ვუთხრა რასაც ვფიქრობ.
ან მხოლოდ ის,
რომ სინათლე ხმაზე სწრაფია
და ის
რომ შეხება მუდმივია
ან რომ
მუსიკას სიჩუმეში ქმნიან
და ყველა ტალღა ზღვაა თითონაც.
ის მე მიმიზნებს-
ამ დროს ისეთი მარტივია გაგახსენდეს ყველა სურნელი რაც კი გიგრძვნია
ახალი ბალახის,
ძველი საპნის,
წვეროსანი ბაბუის , ნაომარი შუბლის.
დახუჭავ თვალებს და სამყაროც ქრება- ისტორიების გარეშე კი არ არსებობს არაფერი აქ ყოფნის გარდა.
მერე...
... სუნთქვა არ დაგავიწყდეს მთავარია.
ის დგას და მიმიზნებს, მე არაფერი დამრჩენია-
ვუღიმი,
- რა უცნაური ვინმეა ვფიქრობ ჩემთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი