სეირნობა


ძველი თბილის ქუჩაზე, მივსეირნობთ მე და ანკა
        აქ გაიზარდა - უყვარს.
მეუბნება, რომ ამ სახლში იცხოვრებდა 
მე ვპასუხობ, რომ ამ სახლში ნამყოფი ვარ.
მეკითხება- ვისთან?
ვპასუხობ მე და გზას ვაგრძელებ.
ანკა არაფერს ამბობს და მშვიდად მიაბიჯებს;
მტკიცე ნაბიჯებით
ლამაზი ფეხებით
ლამაზი კისრით
ლამაზი ხელებით.

        ახალი თბილისის ქუჩაზე, მივსეირნობთ ანკა და მე
        აქ გავიზარდე -არ მიყვარს.
ვეუბნები რომ ამ სახლში ვერ ვიცხოვრებდი.
ამბობს ,რომ იქ ნამყოფია.
მე ვეკითხები ვისთან?
მპასუხობს ვისთანაც.
არაფერს ვამბობ და მშვიდად მივაბიჯებ ..
მტკიცე ნაბიჯებით
ლამაზი ფეხებით
ლამაზი მხრებით
ლამაზი ხელებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი