არაფრის დილა
არაფრის დილა, რვა წლის წინ ატვირთული ვიდეო ქსელში -ქსელიც არაფრის , ქსელი დროის ან მისი ფუჭად ხარჯვის ლაბირინთების. უფერო დილა გადაიქცევა დღედ სასწაულის -ასეც მომხდარა ქარია ქალაქში -ადამიანში ანუ ჩემში ქარბუქია უაზრობის, მონოტონიის და ფანტვის დიდოსტატიის. წარსულის მტვერი აწმყოს სხივზე ბზინავს კრისტალებად- -ძლივს შესამჩნევად -მაგრამ მაინც -ძილს შეჩვეული- ნისლი უიმედობის გაიფანტება- მაგრამ როდის? და თუნდაც სახლი, სოციალური ქსელები , ქუჩები, ბარები და ღამის კლუბები სავსეა სხეულებით აქ მაინც სიმარტოვეა და რა არის ეს აქ? იქნებ და პასუხიც ეს არის ზუსტად: არაფრის დილა ან თავად კითხვა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი