კიბე


ჩემი სახლიდან ქუჩამდე ერთი კიბეა
კიბის ერთი საფეხური, ასე უფრო სწორია. 
ასეთ სახლში ვცხოვრობ,
ის ხარ სადაც ცხოვრობ. ვეუბნები ჩემ თავს.

დღეს წვიმს , გუშინ მზე იყო და ცოტა ქარიც
დაბადებიდან წამიც არ გასულა- მხოლოდ დრო
დრო 
დრო 

დრო - არის
დრო არ არის.
მეც ვარ! მე ვარ ის , მე ვარ!
მე ვარ და არ ვარ..
კიბის ერთი საფეხური და შიგნიდან გარეთ
ან უფრო ღრმად. გარედან შიგნით
ზუსტად ასეა, ასე მარტივად-
ჩემი სახლიდან ქუჩამდე ერთი საფეხურია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი