ფანჯრიდან ყურება


ვგრძნობ ნამდვილი ვარ და უცნაური
მორიდების გრძნობა მოდის წამიერად,
თითქოს ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდე.
თითქოს დროებით ვიყო აქ.
ისე, 
ხან და ხან  მართლა ვუცქერ ქუჩას
მამაჩემის აშენებული სახლის ფანჯრიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი