უსათაურო მატრიცა
უსათაურო მატრიცა აბები მუჭა-მუჭა და სიყვარული როგორც ხურდა გადახდილი სიცოცხლისთვის. ჭაში რომ ცვივა ის სხივები ჩემი გულის წამალია ჩემი სულის ლამაზ-ამბებია დაასხივე ნუ გეშინია.. აბებს ვერ დაადნოს სიცხე ისინი ხომ სინამდვილეში ფერადი კენჭებია თეთრი და შავი, ლურჯი და წითელი იისფერი ან მუქი მწვანე ფერებს ორზე გაყოფა შეუძლიათ შენ თვლასაც შეძლებ თუ თვალებზე მეტად გაიხილები, ნუ გეშინია, აფეთქდი! უსასრულობამდე ფერების ცეკვის დანახვამდე ბგერების თავგანწირვამდე . აქ ხომ ჰორიზინტები მხოლოდ მონოტონური რიტმებია ასარჩევად რომ ბზინავენ წამიდან წამში ამ მარტივ ცაში ან იქნებ მატრიცაში სიზმრად ნანახში. შენც ათამაშდე და კოდად იქცე , რომელიღაც სიმეტრიის და ამ ისტერიის შოუ ჩაუშალო სიცილით და დაბერილი მკერდის კუნთებით . ვინ იცის? ვინ იცის, რა იქნება ამ წამის გარეთ ვინ იცის რა ფერია შემდეგი აბი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი