მირაჟი
შორი ჰორიზონტი ძველი თამაშით გართობას დაემსგავსა შინ და გარეთ ორკარა თამაშის, სიმეტრიული კუთხეებით სწორი ხაზებით მოზომილი წესებით. დრო და საგნები წონასწორობას უნარჩუნებენ აქ ყოფნას ხელოვნურ მინდორს და საკუთარ თავსაც. ათას დასაწყისს შორის სიხარული ნამდვილი არჩევანია. ამით იწყება უფრო მარტივად, სასწაულით თვალის გახელის, თუმცა ჰორიზონტი ყოველთვის შორია- ის აქვე შეიძლება აღმოაჩინო მეტოქის მხარეს მირაჟების სამყაროში. თვალის მოჭუტვა ამ თამაშშიც აუცილებელი პირობაა და გახსვდეს: მირაჟის თავზე ჩიტები არსდროს დაფრინავენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი