შუქ-ნიშანი


გზის გადაკვეთას სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა 
ესენიც  ნიშანს ელიან ,შუქნიშნის.
მაგრამ გზა რომელიც ბაბილონში მიდის
და ნათება რომელიც მუდმივი გახდა 
იქით არავის  უშვებს-
მეორე მხარეს, ანუ საკუთარ თავში.
 
ატომები შიგნით თუ გარეთ
ფეთქდებიან ადამიანებად
ქალაქის სურნელი კი ყველა ნახვრეტს ავსებს
ავსებს ფანჯრებს , ავსებს კარებს, ავსბს აუზებს 
თვალებს და თავის ქალებს
და ყველა სურვილს და ნებას 
რომ გინდა გადაკვეთო
რომ გინდა გადახვიდე.
ნაბიჯები კი მეორდება როგორც სასვენი ნიშნები
და სუნთქვა შეუმჩნეველი ხდება აქაც -წამით .
საკმარისია თუნდაც  უბრალო , ელექტრო შუქნიშანს უყურებდე
რომელიც კიდევ რამდენიმე წამს ჩამოთვლის დაბადებამდე.

 ისევ  სიტყვების კონად გადაიქცა აქ ყოფნა
 მშვიდი
ჩუმია ფიქრებიც, ისევ-ღრმა კოსმოსზე
- თითქოს იცოდე,
თითქოს იცოდე რა გელოდება მეორე მხარეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი