კოცნა მუშთარ-ზუალის


ცივი თვეა, წვიმებია, ვხედავ მაღლა მნათობ მთვარეს,
ვხედავ მარტო როგორ კვდება, როგორ ითხრის იქ სამარეს,

პლანეტები არა მარად, მაგრამ ოდეს იყრებიან,
წასვლისას კი მრავალ კოცნას და სიყვარულს ჰპირდებიან.

დღეს ცისკარზე ნათლად მოსჩანს კოცნა მუშთარ-ზუალის,
ნაზი რკალი, მყუდროება სხივთა ფერწაუვალის,

და ის ჟინი რომელს უნდა სიყვარულის დაფასება,
რომელს უნდა მოთმინება, სიფაქიზე და გაგება.

თეთრი მთვარე კი ობოლი სამუდამოდ მარტო დარჩა,
ასე უწევს მას კოსმოსში ოფლის ღვრა და დიდი გარჯა,

და შენ მთვარევ მე მოგმართავ,ყური მიგდე რაზედ ღელავ?
რატომ ფიქრობ რომ შენახარ უმოქმედო, მარტოხელა.

შენ გგონია რაკი შორს ვართ და ერთმანეთს ვერ ვეხებით,
მარტო დარჩი? გადამჭკნარან მერის ბაღში ის ვერხვები,

რომლის ძალით პოეზიამ ამოიდგა სული წამში,
რომლის ჟინით გალაკტიონს უწვალია კალმით ჩქამში.

მე შენ გეტრფი მთვარის სხივო და ნარნარო შუქო მისავ,
და მიყვარხარ საუკუნოდ და ვიქნები შენთან ვფიცავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი