ასეც მდინარებდა თხრობა


უნდა დაიწეროს ყოველი სიტყვა,
რომ ჭეშმარიტი ნახო,
ლექსში ლამაზია კარგი რითმა,
მაგრამ მხოლოდ რითმა რატომ.

ლექსში ლამაზია ჩემთვის აზრი,
ასეც მდინარებდა თხრობა,
ლექსს შეამაგრებს მცირე ბრაზი,
მცირეც სიყვარულის გრძნობა.

ლექსის ოკეანის ფერი მდიდარია,
ხშირად ამარაგებს წყალი,
შენი კალაპოტი თუკი მრისხანეა,
ლექსმა გამოგიღო კარი.

ლექსის ოკეანე შენს ფიქრს დაიდინებს,
ფერსაც გამოუცვლის ცოტას,
შენსას გაიხარებს შენსას დაიტირებს,
სხვებთან წამოიწყებს ბრძოლას.

ლექსში მთავარია ჩემთვის აზრი,
ასეც მდინარებდა თხრობა,
ლექსს შეამაგრებს მცირე ბრაზი,
მცირეც სიყვარულის გრძნობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი