სიცოცხლეა მიზეზი


ვდგავარ მყარად,როგორც ძველი ჭადარი,
ვერ ვიპოვნე ჩემი თავშესაფარი,
დავიკარგე მე ფიქრების ქარცეცხლში,
იმედს მაძლევს ატმის ტოტის ალერსი.

გარს მეხვევა,მეფერება კეფაზე,
ამახედა უშველებელ ზეცაზე,
დამანაზა იქ ცის ანგელოზები,
მათთან მინდა! აქ ვერ დაველოდები.

თავს მომაწვა მე ფიქრები უაზრო,
ხე შეშინდა, თავს რამე არ უქნასო,
დამამშვიდა და ჩამძახა სიტყვები,
დროს უფრთხილდი სიცოცხლეა მიზეზი!

განა მასზე დიდი რამე არსებობს?
და თქვენ მოდგმას უკეთესი რა გერგოთ?
გაუფრთხილდი ღმერთის წმინდა საჩუქარს,
და იფიქრე ამ ყოფაზე ამწუთას.

ასე კარგად ჯერ თავი არ მიგრძვნია,
ჩამოვჯექი გრძელი ჭადრის ძირშია,
მინდა ყოფა უკეთესი დავიწყო,
ეს ცხოვრება ჩემით უნდა ავიწყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი