გაუმხელელი ფიქრები
ქვეყნად ყოველი ამონათდება, და გაიხსნება ოდესღაც ფარდა, და არაფერი დაიკარგება, გაუმხელელი ფიქრების გარდა. არ შემაწუხებს ალბათ მე ფიქრი, ფიქრი, რომელიც არ მითქვამს არსად, რადგან რასაც ვწერ, ჰაერში მიჰქრის, და უხარია წაღება ქარსაც. და მცირე გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე ის არსი, შეუცნობელი, დასაბამისან რომ სულერთია, საით წაგიყვანს წუთისოფელი. ამიტომ გეტყვი შენ, უცნობ ხილვას, რომელიც მსურდა,რომელიც მინდა, და გეფიცები ჩემ ნამუსს წმინდად, ეს წუთი ახლა,ყველაფერს ღირდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი