ხე ფიქრი სიტყვა და შავი ჩიტი


უცბად ჩამოვჯექი ხის ძირას ჩრდილში
ხეზე ფოთლები და ჩიტებია
კვლავ დავემალე ცხოვრებას ფიქრში
ფიქრი გრძნობებსაც წასჭიდებია

სად გავფრინდები ძველი ოცნებით
გული სიხარულს ვეღარ ამწესებს
ვეღარც მუსიკა ვეღარც კოცნები
ჩემი გრძნობების ვეძებ ნამცეცებს

ჩრდილში ვკეცავბ უმართავ ხელებს
ჩრდილი კი ახლა ფერია ქარვის
ვითვლი ცხოვრების საყვარელ დღეებს
ფურცლებს კი მიშლის ბებერი ქარი

ხეს ფოთლები და ყლორტები ესხა
მე მისგან ლამაზ სურათებს ვჭრიდი
ერთი ცხოვრების ფურცელიც შედგა
ხე ფიქრი სიტყვა და შავი ჩიტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი