ხელოვანი


შენ ამბობ რომ წიგნში სწერენ ხელოვნების დარგებს,
ხელოვანი ჰქვია იმას, ვინც სიცოცხლეს არგებს,
მესმის ხატვა, მისი ეშხიც, მისი ძლიერ შექებაც,
მხატვარი რომ ფუნჯით ხელში სულიერსაც ეხება,
მესმის წერაც,მისი ქებაც საუკუნოდ თქმულია,
ვიცი კალმით მთა და ზღვანი შორით გადადგმულია,
მაგრამ ერთი რამ ვერ ვნახე ხელოვნების დარგებში,
ვიღაცა რომ მოწიწებით გაგატარებს კარებში,
ვიღაცა რომ სიტყვას გეტყვის გაგიხარებს გუნებას,
ვიღაცა კი ისეთს გეტყვის გაგიქარწყლებს ცდუნებას,
ხელოვნებას დარგი არაქვს,ხელოვნება ერთია
ჭეშმარიტი ხელოვანი ჩემთვის, მხოლოდ ღმერთია!
შენ ამბობ რომ  წიგნში სწერენ ხელოვნების დარგებს,
ხელოვანი ქვია იმას ვინც სიცოცხლეს არგებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer10 თვის წინ

ბრავო, ძალიან კარგი ლექსია!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი