ტირიფს


რამდენი ფიქრი ვაქციო ლექსად?
ნუთუ გაუძლებს წვალებას გული
მე ჩავაქსოვე სტრიქონში სევდა
და ამ სევდაში მცირედი სული

სული რომელიც გზას თვითონ გადის
სული რომელიც მეგობარს ეძებს
დრო ვისთვის ნელი და ვისთვის ჩქარი
დრო ვერ ერევა გარდასულ მელნებს

და მეც ძლიერი კალმის მპყრობელი
ერთხელ შემოვხვდი უკვდავ ქმნილებას
მას მივუძღვენი ასი სონეტი
ალბათ თვით ზენამ ასე ინება

მე მის ნახვაზე მორცხვად ვიღიმი
მე მის ხილვისას დროს ვეღარ ვამჩნევ
ის სამკურნალო ჩემი ტირიფი
მე ვიღაც ურჩი და ცოტაც მავნე

და ფინალს ვაქცევ ამბის დაწყებად
და დრო კიდევ ბევრ ამბავს დაიტევს
და თუ ფიქრს რამე დაემართება
ეს გული ამ გზას თვითონ გაიკლვლევს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი