წინაპართაგან წავიდა ყველა


აქ გარშემო ნისლია
მე ამაღამ მოვედი
ვიცი განთიადია
მზის ამოსვლას მოველი

საამური წუთია
სანუკვარი წამია
ო როგორი კარგია 
რითმა და ფანტაზია

მე უფლება არა მაქვს 
ვიდგე სადაც ის იდგა
ახლა სევდა მომაწვა
მომაგონდა მისი ხმა

და ჩამესმა სიტყვები
მისი დანარიგები
მისგან აქ დარჩენილან
მხოლოდ ხეთა რიგები

დადგა წამი სიჩუმის
და განათდა ყოველი
მე ისევე ისე ვარ
მზის ამოსვლას მოველი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი