ედემის ბაღში


გველს უცდენია ედემში ევა
ასე ვამართლებთ დღეს ჩვენ წინაპარს
და სადაც ვნახავთ დავუწყებთ სრესვას
შენი ბრალია მე რომ მიწას ვხნავ!

ადამიანშიც მის სახეს ვხედავთ
შეპყობილია თურმე საწყალი
მისი სიწმინდე შინ გულში ელავს
კარგი კაცია, არა მზაკვრალი

და მეც ვირევი ასეთ ხმაურში
მომბეზრდა სმენა, სიცრუის ალბათ
ყველა კარგად ვართ ჩვენ ჩვენ ნამუსში?
რომ სზვებზე ვიწყებთ სჯასა და ბაასსს?

არა მგონია რომ ასე იყოს
მე ვფიქრობ უფრო ჩვენშია ბრძოლა
გარემოც უფრო მშვიდია თითქოს
და ნუ დაიწყებთ უაზრო ძრძწოლას

მე რამ მაცდინა თავადვე ვიცი
მე რას ჩავდივარ ესეც ჩემია
და თუ ირღვევა ხატებთან ფიცი
აქ დამნაშავე მხოლოდ ერთია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი