არ იწერება ლექსი დაკვეთით


არ იწერება ლექსი დაკვეთით
ღვინით მთვრალები განზე გადექით
არც სიმთვრალით და არც ამრეზით
კალმის ფურცელზე ჩუმი ალერსით
სადღაც ნაჭედი ფიქრის ლაქებით
რა რა თქმა უნდა მუზის განგებით
ლექსი ირთვება ლურჯი ვარდებით
ჭეშმარიტების შუქის ანთებით
დამახსოვრებულ ლამაზ ფრაზებით
ცოტა სევდით და ბევრი წამებით
ნაზი ბგერით და მკაცრი ხაზებით
ღვინით მთვრალები განზე გადექით
არ იწერება ლექსი დაკვეთით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი