მამა


იყოს თეთრი 
რასაც ვიტყვი მჯერა 
სიტყვა მკვეთრი 
მამა!
მძაფრმა ემოციამ
გული მოაქცია 
მაგრამ გააქცია
ქარმა!
მე ვინ ვიყავი 
შვილი თუ მამა?
ალბათ ორივე 
იქნებ არცერთი?
ან რას გაიგებ 
მელნისფერ გემთან გავჩერდი
უკან მომყვება დარდი
დარდი სოცოხლის 
დარდი სიკვდილის
და დარდის დარდი
გადარბის ბავშვი
და ხელს ჩაჰკიდებს 
მამა!
შეჩერდი 
არ გადაგაგდოს 
ქარმა!
გემი მიცურავს
რულზე ქარია
ქარია მამა!
და მიხარია
მე მამა ვიყავ
და მამაც მყავდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი