ლურჯი სიზმარი


ღრუბლებს ფანტავს ნაზი მთვარე
და სიზმარიც სრულდება
ვარსკვლავები ვერ დავთვალე
და გონება დუნდება

ცის ნახატზე ახლა ცივა
დაიკარგნენ ფერები
სული იწვის გული მტკივა
შორს ხარ ვერ გეფერები

ვარსკლავები ვერ დავთვალე 
და გონება დუნდება
ღრუბლებს ფანტავს ნაზი მთვარე 
და სიზმარიც სრულდება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი