ასოთა წერა


რავქნა ვერ ვამბობ აზრებს ბგერებად
უფრო მე ვეტრფი მსუბუქ ასოებს
რომ გადაავსებს ლექსებს მტევნებად
რომ გადასცდება მყუდრო ჩარჩოებს

რომ აღარ მჭირდეს თავის მართლება
რომ ვერ გავიგო მართლა რა იყო
რომ გამინათონ ლექსი სანთლებმა
და მე ამ გზაზე ორად გავიყო

რომ ვერ გავიგო ჩემი ბუნება
რომ ნავით ვდიო მსუბუქ დინებას
რომ ვეღარ შევძლო შემობრუნება
და ჩანჩქერივით წყვეტა იქნება

რომ დავიღალო მწარე განცდებად
რომ დავიღვარო კლდეზე სვეტებად
რომ ჩემი სიტყვა ქაღალდს არ ცდება
და ეს სიტყვები რბიან თევზევად

რომ ეს თევზებიც ოდეს მღელვარე
რომ ეს თევზებიც ოდეს ნაქები
რომ მათი ცურვა ვეღარ ელვარებს
და დარჩა აზრი ნაქანდაკები

რომ ეს შენობაც თითქოს სიკეთე
რომ სურვილს აღძრავს დააზიანო
რომ გზები სრულად გარდავიკეტე
და გზებზე  მაინც ვთავაზიანობ

რავქნა ვერ ვამბობ აზრებს ბგერებად
უფრო მე ვეტრფი მსუბუქ ასოებს
რომ გადაავსებს ლექსებს მტევნებად
რომ გადასცდება მყუდრო ჩარჩოებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი