პოეტური ღამეები


მარტოსულობა თავს დამატყდება 
ფურცელს სტროფები კვლავ ჩაბარდება
ეს თერთი ღამეც რით ვერ მთავრდება
ამ ფურცლის მელნით ნაზად წამება 
ეს სტროფიც მორჩა მერე რახდება
ამდროს რამომდის რამემართება
ფიქრი გაჩნდება და კვლავ გაქრება
სადღაც წაიღეს ალბათ ქარებმა
სიჩუმე მოკლეს მძაფრმა ზარებმა
სარკმელს მოატყდა სხივი თავნება
მზეც ამოსულა მგონი გათენდა
ეს ღამეც როგორც უწინ დამნებდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი