სიძულვილის ხანა


უსამართლობამ დაიპყრო ერი, 
სიმართლე გახდა ამ ქვეყნის მტერი,
ხალხმა მართლა კაცს დაუწყო დევნა,
და მატყუარა დაისვეს კერპად.

მართალი კაცი, დადის ობოლი,
გულში კისკისებს, ჩუმად ბოროტი,
და სიძულვილი ბობოქრობს ახლა,
თვით სიყვარულიც ვნებებში ჩაქრა.

დღეს თუ გძულს, თურმე კაცი ხარ მაშინ,
და თუ გიყვარდა, გიჟად გთვლის ხალხი,
დღეს სიყვარული დაარქვა ხალხმა,
მამათმავალთა ზეობის ხანას.

ადამიანი, ვისიც კი გვწამდა,
დაბერდა უკვე, ურევენ თავგზას,
და სიყვარულის დიდი ქომაგი,
ეულად დარჩა ანაფორაში.❤

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი