ქარი ვარცხნიდა ცას ღრუბელს


ქარი ვარცხნიდა ცას ღრუბელს,
მიმოაწვიმდა გაზაფხულს,
მიმოაბნევდა-თან ულევ
სიყვარულს ვნებით დაზაფრულს.

მეც ამა გრძნობის სიმძაფრე
გულს მომხვევია შენს გამო,
ოცნებას ფიქრში ვაზამთრებ,
არადა რად ღირს -შევსძახო ;

რომ ღამისმტეხველ ჩემს ფიქრებს,
რომ ფიქრ-ოცნებას მთლად მალღურს,
ვერ ვუმკლავდები-თან მიჰფრენს,
რომ წინ გაუძღვეს გაზაფხულს…

ქარი ცას ღრუბელს ვარცხნიდა,
თან წვიმა ცრიდა ტაატით.
ჩემგან ოცნება გაფრინდა
ვაი! თუ სადმე წაწყდი;

დამტუქსავ,ალბათ შემარცხვენ,
რომ ამოდენა ვაჟკაცი,
გრძნობებს “შიშით” ვერ გიმხელდი
და ოცნებებში ვმალავდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი