სევდის გამო
განცდა მაქვს თითქოს ობოლი ვიყო, თითქოს რა მყავდეს ქვეყნად არავინ, თითქოს და გაქრა -კარგი რაც იყო; ეს გრძნობა მძაფრავს-გულშემზარავი. კი ვაღიარებ ცოდვებს ჩადენილს, მაგრამ სულისთვის ეს არა კმარა… წარმიწყდა სული-როგორც განდეგილს, მძიმედ ჩამოკრა განგების ზარმა… არა არ ვწუწუნებ,უბრალოდ მტკივა გული-და სულიც თავისას ტირის, ეს განცდა მბორკავს-ამიტომ მცივა, უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს გულისტკივილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი