ჩემო


(თუთნას)

რატომ გამახსენე თავი,
რატომ მომენატრე ჩემო,
ყველა ვიწრო ქუჩის თავში,
ყველა მოსახვევის ქვემოთ...

შენს ლანდს დავინახავ ვიცი,
ახლა შენს სიზმრებშიც ათოვს,
ჩემი მონატრების ფიცი,
მაინც არ დაგტოვებს მარტოს.

ისე საერთო კი ამ დროს,
არ აქვს არაფერი ფიცთან,
ამ ქარს ამ პატარა ფანჯრებს,
და არც იმ პატარა ფიცრულს.

ჩიტის ბუნაგი რომ ქვია,
მაგრამ მთელ სამყაროს იტევს,
როგორც ბავშვებს ტუჩებრძიანს,
როგორც ჩემს ღაბუა ჩიტებს...

ციხის ჩამონგრეულ თაღთან,
ახლოს გამოვნახავ ჩეროს,
თუკი ის სიზმარიც ახდა,
შემოდგომისფერი - ჩემო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი