სიბერე
ჩემს ქეთის წამოდი ბავშვობაში დავბრუნდეთ, მიენდე ძველებურ სიანცეს, სანამდე სიბერით გავხუნდით, მოვასწროთ არ დაგვაგვიანდეს. წამოდი ბავშვურად მომენდე, მეც ბავშვურ ღიმილით გპირდები, ბავშვობით გვეზრდება ფრთები და, ბუდიდან ბავშვურად ვფრინდებით. ზღაპრებში, მითებში წამოდი, მზეთუნახავო და მზისდარო, სიკვდილის უშრეტი წყარო რომ, ძარღვებში დიოდეს წინწყაროდ. წამოდი ცა ცისფრად მოვხატოთ, ახლა რომ სიმუქე შეტყვია, ლეგენდებს, ზღაპრებს და მოთხრობებს, ბაბუ და დიდედა გვეტყვიან. გავქანდეთ უსწრაფეს რაშებით, გავთქეროთ მინდვრები ცვრიანად, შენ მთვარე მომართვი ზეციდან, მე ზეცას გაჩუქებ მთლიანად. წამოდი ბავშვობაში დავბრუნდეთ, მიენდე ძველებურ სიანცეს, სანამდე მომავლით გავხუნდით, მოვასწროთ არ დაგვაგვიანდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი