აღდგომა


დრო გადაგვივლის ქარბორბალათი,
დრო თამაშია ჭადრაკის, ნარდის...
ის სიდინჯე და ის სიხალვათე,
აღარ აქვს, ახლა გიჟივით გარბის.

დროის სისწრაფე - სიკვდილის მეკვლე,
იმედში სევდას ჩამოათოვებს,
დაგადგამს გვირგვინს ჩახლართულს, ეკლის,
საკუთარ თავთან განგამარტვოებს...

დრო უგვერდებოს ფურცლავს სტრიქონებს,
განსაკუთრებულ გვერდებს ინიშნავს,
წლებს ამ სიცოცხლის სწრაფ სტიქიონებს,
მივყავართ ასე ეშაფ...ინიშთან.

დროს მოერიდე არ გაგაბრიყვოს,
არ დაგცინოს და გაგაქილიკოს,
იდექი მტკიცედ, რაც უნდა იყოს!..
რაც ახლა არი!.. და ყოფილიყო!..

გამწარებულთა უბედურ ნაკადს,
შენით არ უქადს ისევ წახდომა,
აღდგომა შენი ხალხმა ვერ ნახა,
ჯვარცმით დაიწყო შენი აღდგომა...

მე კვლავ დავუცდი მეორედ მოსვლას,
თვალცრემლიანი გეტყვი კვერექსებს,
შენ უკვდავების ნათელით მმოსავ,
პრომეთესავით ჯვარცმულ მელექსეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი