ბევრი შევძელი
ეს გრძნობა ჰგავდა მთვრალ მეციხოვნეს, რომელიც შენთან ჭიდილს დანებდა, არ მეგონა თუ ჩემ შობილ სონეტს, შენში არსებად დაივანებდი. ეს დამარცხება არწივის ფრთებით, ფენიქსად ქცეულს - ჰგავდა აღდგომას, ერთად ვართ კარგი, თუმც ახლა ვხვდები, ბევრი შევძელი ყოფნით მარტომაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი