გავა აღდგომა
ახლა მზესავით მცივა სიშორე, ბაბუაწვერებს მიაქვთ მარტისთვე, დღემდე რამდენი სახეც ვიშოვე, ყველა უკლებლივ გავაარტისტე. ახლა ზღვასავით მტკივა სიცივე, ყოჩივარდები დამდნარ მარტისდღის, რამდენჯერ - ცრემლებს მიღმა ვიცინე, რამდენჯერ - ღიმილს მიღმა ავტირდი. ახლა ბავშვივით მაკრთობს სიბნელე, ღამის სიშავეც თითქოს გამრჩოლდა, ვერ ავუდივარ დღემდე იმ ვნებებს, ერთადყოფნისას ჩვენ რომ გვახრჩობდა. ახლა მუხლებში მტეხავს ამინდი, წვიმა - ნაპირზე ზეცის ტროპარი, მერე ტუჩები როცა გამანდე, ცოტა ზედმეტი კოცნა მოგპარე. დღემდე ფიქრითაც მიჭირს მიღწევა... წვიმას აპრილის ცივი ქარი ცრის... გავა აღდგომაც... და ის ჯვრისწერა, - შენ რომ მოხვალ და... მერე, არ ვიცი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი