და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი ...
(როის) შემოდგომის ნასესხები ამინდი, ზამთარს სუსხის ანაბარა ტოვებდა, ამ წყალობით ალბათ შენც არ დაგინდო, უფალმა და - გაგაჩინა პოეტად... დილა ზამთარს ეზიარა – აცივდა, სველი ქარით დაიბერა ფილტვები, პალტო ალბათ იმიჯისთვის გაცვია, ცილინდრითაც ალბათ მიტომ ირთვები. რომ მიგიხვდნენ, მაგ პოეტურ ჰაბიტუსს, და გამოთქმის მიღმიერად დაფასდე, დინჯად იღებ კოლოფიდან პაპიროსს, ნერვიულად ითავისებ ნაფაზებს. ორთქლად ასდის შენი მზერა ქალის ტანს, ეს კი იმის უბიწობას არ ლახავს!.. “ლექსის ზვავი შენს გონებას გაიტანს ბოლო სტროფის წერტილის ქვეშ დამარხავს”. მერე “ჩვენ და ქალაქები” იწყება... ფორთოხლების თოვლად მოსვლის მომენტი, იყო სადღაც ზამთრის შუა რიცხვები... და ჩემს გვერდით იგრძნობოდა პოეტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი