დაზამთრებულა ...
მელოდიური სტვენა სიოსი, რაღაც უცნაურს ქმნიდა აურას, ბათუმის მზიან სანაპიროზე, სუსხის შემოსვლა მეუცნაურა... მდელომ გაიძრო ტანზე ფირუზი, მშობელ მიწაზე დარჩა ბეღურა, მზე გაფერმკრთალდა ზეცის ტილოზე, თურმე რა უცებ დაზამთრებულა... ყინულ ქვიშაზე ტალღა იცინის, გამოელია ამინდს მზე-დარი, თოვლმა გაგუდა სითბო - სიცივით, და შემოდგომის ოქროს ცხედარი - შემატა წარსულს ბეჭედ-ბაჯაღლოდ, შეარწყა ლეთეს როგორც სიძველე, ზამთარსაც მალე ვიღაც დაჯაბნის, მზად არის მისთვის ვერცხლის საძვალე. ნაშემოდგომევს ვხვდებით, - გვაკლდება, ფოთლები წლებად ჩამოცვენილნი, ღიმილსაც ფასი მაშინ ედება, რაც უფრო ხშირად ვართ მოწყენილნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი