თუნთა


ყველაზე ძალიან... ვრწმუნდები იმაში,
ყველაზე მეტადაც, თუნდაც...
ვერც ცაში და ვერც ერთ ვრცელ გალაქტიკაში,
შენს სულში ვთავსდები თუნთა.
გახსოვს ის შეხვედრა, სოფელში წყაროსთან
და ფეთქვის სიხშირე პულსთა,
სამყარო მაგ თვალთა უპიდან ამომსკდარ
იებით იწყება თუნთა...
არც ერთი ნოტიდან, არც ერთი ფიფქიდან,
ყველაფერს ერთ მუჭში ვგუნდავ,
აქამდე ჩემივე სიგიჟე მიკვირდა
და შენით ავხსენი თუნთა...
არც თოვლზე თვალებს რომ ახელენ იები,
იწყება სამყაროს სუნთქვა,
ვიცი, რომ ამ სიტყვებს არ მაპატიებენ,
და მხოლოდ შენ გიმხელ თუნთა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი