პოეზიის გოლგოთა
შენ უსაზღვრობა მოგექცია გსურდა საზღვრებში, მატერიალურს გამიჯვნოდი ცდილობდი მუდამ, და იმას ალბათ ვერასოდეს გაისაზრებდი, ვიღაცა წერდა - ყვიროდა და ვიღაცა დუმდა... ფაქტი ერთია, პოეზია გზაა ულევი, მიწის ფსკერიდან გალაქტიკის მიღმა გაშლილი, იგი ჩხრიალებს ოცდაათი ვერცხლის ფულივით, რაც პირველცოდვის შედეგია, - ევას ვაშლივით.. ნიღბების კერვას უნდებოდი, წერას კი არა, თუმც პოეტისას ვერ ირგებდი, ვერ იკერებდი, შენი ლექსები, გექცა შენვე ანტიპიარად... გულდაწყვეტილი დადის ღამით პოეტერენტი. გზა კი ორია, ვერტიკალი - ქვევით და ზევით, მოდიხარ გეზს კი ძველებურად, არა და არ ცვლი, ჰორიზონტზე კი ამაღლდები ცისკარზე მზე ვით, იმის მიხედვით ჯვარს გაცვამენ – მარჯვნივ თუ მარცხნივ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი