Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_u8v5n0mk39lpo38361365npmge, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ლოცვა პატრიარქისთვის - გიორგი გეგეშიძე | პოეზია

ლოცვა პატრიარქისთვის


ღმერთო დაიფარე პატრიარქი 
გლახაკთა არ განმკითხავი
დაიფარე მოხუცი 
შეეწიე მის ჭაღარა წვერს
აღუვსე ავზნი მის მერსედესებს 
განავრცე ტაძრები 
გლახაკთა არ განმკითხავნი
დაიფარე პატრიარქი 
მიწიერი ჭკნობისგან
პატრიარქი მდიდართა
პოლიტიკოსთა 
დანაყრებულთა 
წარმატებულთა 
ბრწყინვალებას ნუ მოაკლებ 
სამების ტაძრის გუმბათს 
მიეცი ფული
მიეცი დიდება ყოველთა 
ზუთხი არსობისა 
სიმდიდრე  ყოველდღიური 
დალოცე პატრიარქი და ბანდა მისი
და ჩვენ უპოვართა 
მოგვტყვნია პატრონი!
საფლავებიდან ამოთხრილ
წმინდანთა ძვლებს დავხრავთ
დალოცე პატრიარქი და ბანდა მისი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი