***


მუდამ გემარჯვოს, მეცხვარევ,
სალამური და სახრე.
ეგ სატკივარი, მეტადრე,
მთაში გოდებით მარხე... 
არ შეუშინდე თუ გიმზერს
კლდეში ნაწრთობი მართვე,
მაგ გულის კედელს რა გიგლეჯს,
რა ცოდვა-ბრალი გმართებს?
თუ გეტირება იტირე,
ჩემო მშობელო მხარევ,
მზა გაუნათე მზის შვილებს,
ბარაქიანო მთვარევ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი