მზის შვილებს
მუდამ გემარჯვოს მეცხვარევ, სალამური და სახრე. ეგ სატკივარი, მეტადრე, მთაში გოდებით მარხე… არ შეუშინდე თუ გიმზერს კლდეში ნაწრთობი მართვე, მაგ გულის კედელს რა გიგლეჯს, რა ცოდვა-ბრალი გმართებს?! თუ გეტირება იტირე, ჩემო მშობელო მხარევ… გზა გაუნათე მზის შვილებს, ბარაქიანო მთვარევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი