Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8cicuirbt0e8ktdlpa7ifnm0jt, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
არაფერს ვსწავლობთ - გიორგი გობეჯიშვილი | პოეზია

არაფერს ვსწავლობთ


,,რის მტერი, ერთურთს ისედაც
               მშვენივრად დავერიენით…”
                                               მანანა ჩიტიშვილი

განუწყვეტელი ბრძოლა
ხორცს ვერ შეასხამს მიზანს, 
ემორჩილება ჭკუა
მარადწამიერ ვნებებს
და საქციელით ახსნის
ჟამი მიღებულ სურათს:
პირად-სარგებლურ ნიშანს,
უგუნ(დ)ურობის შედეგს...
უკან მოხედვა გვიჭირს,
უკან მოხედვას ვნანობთ,
გაკვეთილები მიდის
ჩვენ კი არაფერს ვსწავლობთ!..

30 აპრ. 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი