არაგვისპირში მოწყდა იელი


მთებზე ნისლი წევს გადამთიელი,
რა გაეგებათ ჩვენი იმ ნისლებს?!
არაგვისპირში მოწყდა იელი,
არაგვი ცხელი ცრემლით იტირებს…

გადავაგორეთ ცისკარ-მთიები,
კვლავაც გვათრთოლებს ცქერა ჭიუხთა…
არაგვისპირში მოწყდა იელი,
გაფიცებ, ქარო, არაგვს მიუტა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი