გაურბანულებულია
პურ-სიმინდის ყანეული ახლა მეჩხრულ-მეწყრულია, მიწა გვაქვს და საქართველო გაურბანულებულია. ვეღარ იტევს კალაპოტი: მტკვარია თუ ენგურია, წყალიც გვაქვს და საქართველო გაურბანულებულია. რა შეგვიჩნდა ნეტავ ჭკვაში? - სამსალაა, წყეულია! ჭკუაც გვქონდა... საქართველო გაურბანულებულია. და ამ სუფრას რაც აკლია პურია და მარილია... სამწუხაროდ, საქართველო გაურბანულებულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი