*** (ჩემო წაწალო, ეულო...)


ჩემო წაწალო, ეულო,
მთვარე დარაჯად გვიდგას…
ვერც მე გათრთოლებს შეკითხვით,
ან შენ რა უნდა მითხრა?!
წინ ჩაგვიარა საწუთრომ,
გახელებული ვნებით, 
სიყვარულისთვის შექმნილნი
სიყვარულითვე ვკვდებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი