* * * (ვყვირი, ვყვირი, ხმა ვერსაით მოგაწვდინე...)
ვყვირი, ვყვირი, ხმა ვერსაით მოგაწვდინე, შენი გული ,,სხვათა, სხვათა გამგონეა”… მაგ სიყრუვით, მაგ სიბრმავით მაიძულე პოეზია - წუთისოფლის აგონია. და ქარებიც, აღვირახსნით დალეწილნი, სიყვარულის სასახლეებს ყმად უზიან… დამემართა შენგან პირჯვარდაწერილი პოეზია - მარადსოფლის ალუზია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი