* * * (ვარ და ვიქნები მარადუცვლელი...)
ვარ და ვიქნები მარადუცვლელი, ეს ფიქრი გულით მუდამ თან დამაქვს: რით გავაშავო თეთრი ფურცელი, რომ ამ სიშავეს ლექსი დავარქვა... ყოველთვის ვგრძნობდი შეხებას უფლის, მის სითბოს, მისი სიტყვის ქარაგმას, რით ამოვივსო საკინძე გულის, რომ ამ მუხლჩოქვას ლოცვა დავარქვა... აწი ვერ ნახავ გამოწვდილ ხელებს, რადგან ლოდინში სიოც დაქარდა. თუ მოგისმენ და ვერ მადენ ცრემლებს, ეგეთს სიმღერა როგორ დავარქვა?.. ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის და ნამდვილს მხოლოდ ჟამთასვლა ავლენს, ეს განშორება მოხდა და მიკვირს, რომ ამგვარ წარსულს სიყვარულს ვარქმევთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი