***(ო, ერთგულებავ...)
ო, ერთგულებავ, გულმავიწყი ხარ, თორემ შეძლებდი ჩემს დამშვიდებას. გამიხსენებდი, ხანდახან მაინც, დამავიწყებდი წელთა დინებას... არ წარმიკვეთდი სასოს და საზრდოს, სამზეოს წამით გამიხარებდი, დამავიწყებდი ყველა სატკივარს, ჩემს გულში ისე გაიდარებდი... ვაჰ მე, არადა, წაგვექცა ოდა, გაფიცებ… იმ ძველ გულის ფიცის მწამს: ო, ერთგულებავ, როგორც ამბობენ, მართლა ეგეთი გულმავიწყი ხარ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი